რეზონანსი
19.11.2019

  ხელისუფლება იქცევა სირაქლემასავით, რადგან მათი ერთადერთი პოზაა, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისი ჩაიდინა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს პიკეტირება და რადიკალური ბლოკირება იმ ობიექტების, რომლებიც ხალხისთვის სერვისს ახორციელებენ. მისი თქმით, ასეთი ობიექტი იუსტიციის სახლია.

„მაგალითად, ჩვენ არასდროს არ უნდა მოვახდინოთ პიკეტირება იუსტიციის სახლის, იმიტომ, რომ ის ხალხს ემსახურება, მაგრამ პარლამენტი ხალხს არ ემსახურება. აქ არანაირი სერვისი არ ხორციელდება. კანცელარიაში არანაირი სერვისი არ ხორციელდება. იქ შეიკრიბებიან პატიოსანი გვამები და საუბრობენ იმაზე, რაც არ აინტერესებს ხალხს", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ რეკორდი მოხსნა, ვინაიდან არც ერთ ხელისუფლებას არ დაურბევია ხალხი ასეთი ინტენსივობით და მათი ამოცანაც სწორედ ის არის, რომ ბიურის სხდომების ჩატარება ხელისუფლებას „დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს".

„ჩვენი ამოცანა ის კი არ იყო, ბიუროს სხდომა ჩატარდებოდა თუ არ ჩატარდებოდა, ეს ბიური დიდი არაფერია, გინდა ჩატარებულა და გინდა არა. ჩვენი ამოცანაა, რომ ყოველი ასეთი აქტი მოტყუების და მოჩვენების, როგორიც იყო მაგალითად, გუშინდელი ბიურო, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" დაუჯდეს ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი, როგორიც იყო გუშინ. აი იმ უბედური, გაქუცული ბიუროს ჩასატარებლად, 3 000 პოლიციელი და სპეცრაზმელი გამოიყვანეს და რეკორდი მოხსნეს, იმიტომ, რომ 5 თვეში 2-ჯერ რუსთაველზე, არც ერთ ხელისუფლებას არ დაურბევია ხალხი ასეთი ინტენსივობით", - განაცხადა უგულავამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×