რეზონანსი
20.11.2019

  მოსამართლემ გუშინდელ სასამართლო პროცესს ხელი ვერ მოაწერა, რაც ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასასრულის დასაწყისია, - ამის შესაძებ მოძრაობა „სირცხვილიას" წევრმა, გიგა მაქარაშვილმა საქალაქო სასამართლოს ეზოში განაცხადა, სადაც 18 ნოემბერს, აქციის დარბევისას დაკავებულების პროცესი უნდა გაიმართოს.

„ეტაპური სასამართლო პროცესი იყო გუშინ. მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ხელი ვერ მოაწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის დასაწყისი, კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასასრულის", - აღნიშნა მაქარაშვილმა.

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, მისი თქმით, დაკავებას არ გამორიცხავს.

„არ არის გამორიცხული, რომ ისევ ჩაგვსვან, თუმცა ამით კიდევ უფრო აწევენ დუღილის ტემპერატურას. რამდენ დამატებით წუთსაც ჩვენ იქ გავატარებთ, უფრო შეუმცირდება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მმართველობაში ყოფნის დრო", - განაცხადა მაქარაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×