სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.

    მოპედის მძღოლი ზურა მარტყოფლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მასთან მყოფი მეორე არსრულწლოვანი კი, დაშავდა.

    დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული, რომელსაც ფეხის ტრამვა ჰქონდა მიღებული, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

    შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

    ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×