სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულმა „მთავარი არხის" ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ამ წუთებში სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს, განაცხადა, რომ პროკურორ ვასილ სამხარაძეს თავის ბოტასს ჩუქნის.

    "მას შემიძლია ბოტასი ვაჩუქო, მისთვის გასაგები იქნება", - აღნიშნა გიორგი რურუამ პროცესზე.

    ამასთან, რურუას თქმით, ის თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მასზე ხდება ზეწოლა.

    "მე თავს ვცნობ დაზარალებულად სახელმწიფოს მიერ, პროკურატურიდან. პოლიციის მიერ არის ჩემზე ზეწოლა. მე პრინციპების კაცი ვარ და აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას, აუცილებლად დავიხსნით იმ ერთი კაცისგან ქვეყანას", - განაცხადა გიორგი რურუამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    აუჰ!!   (20.11.2019)
    გადაშენდი ნაცხროვიანად!!!!!!!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×