სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.11.2019

    ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით, დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.

    ადვოკატის თქმით, საქმეში გუშინდელი დღიდან ჩაერთო და ამ დროში საქმის გაცნობა ვერ მოასწრო. დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს.

    "შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ეკლესიაში სალოცავად უნდოდა მისვლა, მეტი არაფერი. ყველას მოკითხვას უთვლის, მეუღლეს, ყველა ნაცნობს. ყველაფერი კარგადაა, სიმართლე იზეიმებს," - აცხადებს ადვოკატი.

    ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში ამბობს, რომ ყველაზე მძიმე სასჯელი რაც შეიძლება მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაეკისროს, 2 წლამდე პატიმრობა, ჯარიმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან დეპორტაციაა.

    საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში წაუყენეს, რაც დე-ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე-ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

    ადვოკატის თქმით, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით ამ მუხლით პატიმრობას არავის უსჯიან, მათ უბრალოდ ქვეყნიდან აძევებენ. მუხლის მეორე პუნქტი, რაც საზღვრის განმეორებით განზრახ უკანონო დარღვევას ითვალისწინებს, ისჯება პატიმრობით, ჯარიმით ან დეპორტაციით.

    ადვოკატის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს სავარაუდოდ ამ კვირაში კიდევ ერთხელ შეხვდება. სასამართლო პროცესი, კი სავარაუდოდ დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×