სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) ახლციხეში, ფარეხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდები - გიორგი თაბუნიძე და გიორგი კაპანაძე დაიღუპნენ. შემთხვევის შედეგად, დაშავდა ავტომობილში მჯდომი მესამე პირი - თემო სუდაძე.

    როგორც "ნიუპოსტს" ერთ-ერთი დაღუპულის ახლობელმა განუცხადა, ავტომობილს შემთხვევის დროს, გიორგი თაბუნიძე მართავდა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა. მისივე თქმით, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

    მძიმეა მესამე ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადან ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×