რეზონანსი
22.11.2019

  ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან საქართველოში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის ამანათები გუშინაც გამოიგზავნა.

უანგარო დახმარებას, გაჭირვებულ ოჯახებს, ჩვეულებრივი ემიგრანტი ქალი უწევს, რომელიც სამშობლოდან შორს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ცხოვრობს და სხვა ემიგრანტების მსგავსად, მუხლჩაუხრელად შრომობს. ლეილა მაჩაიძე პროფესიით ბუღალტერია და უკვე 15 წელია, სამშობლოდან წასულია. "პრაიმტაიმი" ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა.

ლეილა მაჩაიძე: "როცა საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვეძებდი, ვის სჭირდებოდა დახმარება. რაც შემეძლო, ყველას ხელს ვუმართავდი. ამის გარეშე, თითქოს, ცხოვრება არ შემეძლო".

შემდეგ იყო მტკივნეული წასვლა ემიგრაციაში - შეგუება ახალ ცხოვრებასთან, ადამიანებთან და ახალ წესრიგთან. ლეილა მაჩაიძემ საქართველოსა და ახალ ქვეყანას შორის განსხვავება სწრაფად დაინახა, მაგრამ, როგორც თავად ყვება, ყველაზე მეტად, სამშობლოს მონატრებასთან გამკლავება გაუჭირდა.

ლეილა მაჩაიძე: "საქართველო სულ მენატრებოდა, განსაკუთრებით მტკივნეული, ჩემს ქვეყანაში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების გახსენება იყო. აქ ხალხი ბევრად უკეთესად ცხოვრობს. დიდი სხვაობაა. დახმარებაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ უცხო ქვეყანაში, ჯერ თვითონ უნდა გაიმართო წელში".

ოთხი წლის წინ, ლეილა მაჩაიძე საქართველოში იმყოფებოდა.

ემიგრანტი ყვება, რომ აქაური მძიმე ყოფა, კიდევ უფრო უკეთესად დაინახა და ამ ფაქტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×