რეზონანსი
22.11.2019

  სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან" მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს რესტორან „სან-რემოსთან" ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×