რეზონანსი
23.11.2019

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასები შემოიჭრა და ამ ეტაპისთვის, მისი გავრცელება აღარ შეინიშნება.

20 და 21 ნოემბერს გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა, რომელთა მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით და ქვეყნის ჩრდილოეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრებით იყო განპირობებული.

20 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ბათუმში - 1.5-ჯერ, თბილისში ვაშლიჯვარში და ქუთაისში - 1.3-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 2.1-ჯერ და ვარკეთილში - 1.4-ჯერ, რუსთავში - 3.1-ჯერ, ხოლო 21 ნოემბერს თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.2-ჯერ, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში - 1.3-ჯერ, თბილისში "ილიას ბაღში" - 1.8-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, რუსთავში - 3.1-ჯერ და ბათუმში - 1.5-ჯერ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×