სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

    ცნობილია გასულ წელს მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა, რომელიც სამართალდამცველებმა ერთწლიანი ძებნის შემდეგ დღეს დააკავეს.

    ბრალდებულის სახით დაკავებულია 40 წლის ალექსანდრე ტოგონიძე. ამის შესახებ ინფორმაცია მის მშობლიურ სოფელში, საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში დაგვიდასტურეს.

    მას ბრალი ედაბა ბიზნესპარტნიორის, 42 წლის ნიკოლოზ ქუმსიაშვილის განზრახ მკვლელობაში, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისიწნებს.

    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა - ის ნიკოლოზ ქუმსიაშვილი აღმოჩნდა.

    „სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი - ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო", - აცხადებენ შსს-ში.

    ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×