რეზონანსი
02.12.2019

მოძრაობა „გაბედეს" წევრებმა ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ აქცია- პერფორმანსი გამართეს.

მათ სასამართლოს შენობასთან დატოვეს თოჯინა სახელწოდებით „მოკლეფეხებიანი ბიძინა".

მოძრაობის წევრების თქმით, 2012 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ხალხს მუდმივად ატყუებს.

„ხალხი უკვე მიხვდა ბიძინას ტყუილებს. ქართულ ლექსიკონში მალე სიტყვა ტყუილს ბიძინა ჩაანაცვლებს. ყველაზე დიდი ტყუილი იყო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. დღეს სასამართლო არის ბიძინას მონა და დღეს ტყუილად აკავებენ ახალგაზრდებს. ამიტომ მოვიყვანეთ აქ მოკლეფეხებიანი ბიძინა, რადგან ხალხმა იცოდეს, როგორ ტყუის ბიძინა ივანიშვილი და მთლიანად ხელისუფლება სასამართლოს ჩათვლით" , - განაცხადა მოძრაობა „გაბედეს" წევრმა გაგი ახალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×