რეზონანსი
02.12.2019

ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა" და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება" ​კინოთეატრ „ამირანთან" საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თბილისში მიმდინარე კინოფესტივალის ფარგლებში ხდება ქართული ტრადიციების შელახვა და ლგბტქ-თემის პოპულარიზაცია.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გურამ ფალავანდიშვილის თქმით, თამარ შავგულიძის ფილმში „კომეტები" ქართველი ქალის ღირსება ილახება, რადგან ფილმში ქალთა წყვილის სიყვარულია მოთხრობილი.

მიუხედავად პროტესტისა, ფილმის სეანსზე მისულ მოქალაქეებს კინოთეატრში შესვლის პრობლემა არ შექმნია.

უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×