რეზონანსი
02.12.2019

ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი "ანიტასთვის" ავრცელებს.

"ჩვენს პაწაწინა გოგოს გუშინ გაუკეთდა ექოსკოპია. განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ისევ დაბალია: 15-17, მაგრამ ბავშვის საერთო კლინიკური მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. მოვა დრო და უზარმაზარი მადლობის გადახდა მოგვიწევს ერთ-ერთ ავსტრიელ კარდიოქირურგთან და ტრანსპლანტოლოგთან, რომელსაც მჭიდრო შეხება აქვს საქართველოსთან და თბილისთან და რომლის ჩართვის და რჩევების გარეშეც ბევრ ძვირფას დროს დავკარგავდით.

ოპერაცია, სახელად "შვრიის ფაფა": დიახ, გუშინ დილას გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ანიტას შორის, რომლის მიზანიც ქალბატონისთვის შვრიის ფაფის მირთმევა იყო.გაიმარჯვა მარიკომ. ბედნიერები ვართ ჩვენც და ყველაც. 

ოპერაცია, სახელად "წვნიანი": დიახ, გუშინ შუადღისას, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა მარიკოსა და ქალბატონს შორის წვნიანის მირთმევაზე. მარიკო დამარცხებულია, ანიტა გამარჯვებული სახით მიირთმევს პიცას. ჩვენ ესეც გვიხარია, მანამდე არაფერს ჭამდა საერთოდ.

ახალი კვირა დაიწყო და ვანახლებთ კლინიკების მოძიების პროცესებს, პარალელურად, ველოდებით პასუხებს იმ კლინიკებიდან, ვისაც მანამდე დავუკავშირდით. 

ავსტრიის ქართველებო, ყველაფერი თქვენ თუ აჩუქეთ პატარა პრინცესას, ჩვენ რიღათი გავაკვირვოთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×