სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    02.12.2019

    (რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ქართულ ოცნებასთან მომხდარი დაპირისპირებისას, 5 პირი დაშავდა. აქტივსიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესვრიან შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა.

    მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ მათთან პოლიციის წარმომადგენელი მივიდა და ტერიტორიის ყვითელი ავტობუსებით დატოვება შესთავაზა. მისი განცხადებით, ამაზე დათანხმებას არ აპირებენ.

    "ვიქნებით აქ ბოლომდე იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დადგეს პრეცედენტი, როცა პოლიცია დაიცავს და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებას ბოლომდე დავიცავთ"

    მისივე ინფორმაციით, აქციაზე 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    333@   (02.12.2019)
    Goga xar tu siri xar cocxi mogenstA trakshi shen bozo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×