რეზონანსი
03.12.2019

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი მოკლა.

61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა „გეკოს" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამას მოუკლავდა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულში ძალადობაზეა ნასამართლევი. საქმე 108- ე მუხლით აღიძრა. მამაკაცი ამ დროისთვის მიმალვაშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×