რეზონანსი
03.12.2019

ექსპერტებმა გამოავლინეს პროდუქტი, რომლის ყოველდღიურმა მიღებამ, შესაძლოა, ასაკის მატებასთან ერთად ზედმეტი კალორიებისგან დაგიცვათ.

კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს ავოკადო აღმოჩნდა. გაირკვა, რომ დღეში ერთმა ავოკადოს მიღებამ, შესაძლოა, შუახნის ასაკის ცხიმის დაგროვებას ხელი შეუშალოს. ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევენ ავოკადოს ნაკლებად მიდრეკილი არიან გასუქებისკენ, ვიდრე ისინი, ვინც საერთოდ არ ჭამენ აღნიშნულ ხილს. ასეთ დასკვნამდე მკვლევარები 30 წლის ასაკის ზემოთ 55 000 კაცსა და ქალზე დაკვირვების შედეგად მივიდნენ.

მოხალისეებს ჰკითხეს, რა სიხშირით ჭამენ ისინი ავოკადოს. მონაცემთა შესადარებლად კვლევის მონაწილეები დაკვირვების დასაწყისში, შუა ნაწილში და მის ბოლოს აწონეს და გაზომეს. იმ მოხალისეებს, ვინც ჭამდნენ სულ მცირე, ავოკადოს მეოთხედს, 15 %-ით აქვთ შემცირებული შუახნის ასაკში სიმსუქნის ან ზედმეტი წონის განვითარების ალბათობა.

ავოკადოს მცირე რაოდენობაც -7%-ით ამცირებს შუახნის ასაკში წონასთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენის ალბათობას. ლომა ლინდას უნივერსიტეტის მკვლევრების განმარტებით, ავოკადო მდიდარია კვებითი დანამატებითა და ბიოაქტიური კომპონენტებით, რომლებმაც, შესაძლოა, დაგეხმაროთ წინააღმდეგობა გაუწიოთ ზედმეტ წონას.

ავოკადო ასევე შეიცავს ცხიმსა და ის გაჯერებულია ბოჭკოებით, რომელიც სისავსის შეგრძნებას უწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×