რეზონანსი
03.12.2019

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული სიძე-ცოლისძმასმეორე დღეა ეძებენ. გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ.

ახალგაზრდების მშობლები იმედოვნებენ, რომ მათი ნავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დინებამ წაიღო. ოჯახი დაკარგულების ფოტოებს ავრცელებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს თხოვნით მიმართავს თუ რაიმე ინფორმაცია გააჩნიათ მათ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავებს.

26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე გუშინ დაახლოებით 13 საათზე გაუჩინარდნენ. მათი საძიებო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართული იყო ორი ვერტმფრენი, ტერიტორიის დათვალიერება დილით განხორციელდა დრონითაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები საძიებო სამუშაოებს ღამეც აწარმოებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×