სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    (რეზონანსი) ასე თხასავით გაწირა საპატრიარქომ თავისი ღვთისმსახური, სიტყვაც კი არ შეაწია - ამის შესახებ ფეისბუქზე "მთავარი არხის" ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი წერს, რითაც ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში 32 წლის ბერის დაკავებას ეხმაურება.

    "საპატრიარქო ტყუის! პირველ ფოტოზე მარცხნივ არის ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული გიგა (გრიგოლ) ქავთარაძე, რომელიც, ლევან ვასაძის კარისმოძღვრისა და შეთავსებით, საპატრიარქოს პრესმდივნის, ანდრია ჯაღმაიძის მტკიცებით, ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად და ამიტომ არ ეკუთვნის ქართულ ეკლესიას.

    ეს ფოტოები გადაღებულია მისი აღკვეცის ცერემონიაზე - ნახეთ, ვინ უდგას გვერდით და ვინ აღკვეცა ბერად! - მიტროპოლიტმა გერასიმემ! შეგიძლიათ ეს ფოტოები ნახოთ ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის ვებგვერდზე. ასე თხასავით გაწირა საპატრიარქომ თავისი ღვთისმსახური, სიტყვაც კი არ შეაწია. "გამოძიებას დაველოდოთ"- იც კი არ აღირსა!

    ოღონდ საპატრიარქოსა და მიტროპოლიტ გერასიმეს არ მიადგეთ ჩრდილი! ვაიდა Батонма Борисма უარი თქვას გერასიმეს მოქრთამვასა და ტაძრების მოხატვაზე, საარჩევნოდ რომ პირდებოდა სამეგრელოს ხმების სანაცვლოდ! მამა ჯაღმაიძე-ვასაძისას კი ბოდიში, რომ ეპარქიის ფბ-გვერდიდან ინფორმაციის წაშლამდე გაუბაზრდა ეს ამბავი", - წერს სოციალურ ქსელში თენგო გოგოტიშვილი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×