სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    (რეზონანსი) სოფელ წნორში ერთ-ერთ სახლში გამომწყვდეული ძაღლები აღმოაჩინეს. შესაბამისი კადრები Facebook-ზე გავრცელდა.

    ვიდეოს ავტორი ნინო გურგენიძე წერს, რომ სახლსა და სარდაფში 30-მდე ცხოველია გამოკეტილი.

    „მშიერი, გაძვალტყავებული, დაუძლურებული 30-40 ძაღლი, გამომწყვდეული ერთ პატარა ანტისანიტარია ოთახში, ეხეთქებიან ფანჯრებს, მაგრამ არავინ უშვებს, მათი ერთადერთი საკვები საკუთარი ფეკალიებია, წყალი საერთოდ არ იციან რა არის, ყველა სიკვდილისთვისაა განწირული, ამ ოთახის ნახვა მოვახერხეთ, მაგრამ ვერ შევედით ბოქლომ დადებულ სარდაფში, საიდანაც ასევე ისმის მათი განწირული ყეფა, ეს ძაღლები სასწრაფოდ გამოსაყვანები არიან.

    მეგობრებო, ყველაზე ძალიან გვჭირდება მოხალისე შემფარებლები, იქნებ სურვილი გაგიჩნდეთ ერთი მათგანი მაინც გაათავისუფლოთ ტყვეობიდან, ისინი ყოველ წამს იტანჯებიან, გთხოვთ, დაგვეხმარეთ მათ დაბინავებაში, რაც შევძელით 5 ძაღლი წამოვიყვანეთ, ხუთივე დაბინავებულია, ასევე, დააკვირდით, იქნებ თქვენი დაკარგული ძაღლი ამოიცნოთ", - წერს ნინო სანებლიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×