რეზონანსი
05.12.2019

(რეზონანსი) „პოსტი, როგორ შეიძლება გამოძიების საგანი იყოს, მითუმეტეს, ამ შინაარსის", - ასე ეხმაურება „მთავარი არხის" დამფუძვნებელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვაზე დაბადებას.

„აზრის შეცვლას არ ვაპირებ! უზურპატორი უნდა დაემხოს! ნებისმიერი უზურპატორი, ნებისმიერ ქვყანაში უნდა დაამხოს ხალხმა. რაც შეეხება დამხობის მოწოდებას, ამის განმარტებას გავაკეთებ. იმის განმარტება რაკიღა არ სჭირდებათ უზურპატორი ვინ არის, იმიტომ რომ გასაგებია უკვე დაბარებიდან, რომ სწორად გამოიცნეს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ნამდვილად ის არის უზურპატორი.

რა ვიგულისხმე დამხობაში ესეც მიწერია პოსტში, მაგრამ, რაკიღა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ჭირს, ეს PISA-ს კვლევებმაც აჩვენა - საქართველოში ზოგადად მარტივი საკითხი არ არის, როგორც ჩანს. მოვალ და დამარცვლით ავუხსნი საგამოძიებო უწყებას და უზურპატორს და მის დამქაშებს. ფაქტობრივად ეს გახდა გამოძიების საგანი, მაგრამ, ბრალის წაყენების საგანი გახდება თუარა. პოსტი, როგორ შეიძლება გამოძიების საგანი იყოს მითუმეტეს, ამ შინაარსის"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-მა ნიკა გვარამია, ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო, გამოკითხვაზე დაიბარა. „უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან (პოლიცია) და მანქურთებიანად (ოცნების მომხრეები), უნდა დავამხოთ", - დაწერს გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×