სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    (რეზონანსი) დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის ვინაობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ოსეფაშვილის მკვლელობაში არა დაკავებული, არამედ სულ სხვა პირია დამნაშავე:

    მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელს ხელს აფარებს, რადგან მისი ნათესავი მაღალ უწყებაში მუშაობს:

    "როგორც ჩვენი შიდა წყაროებიდან არის ცნობილი, მკვლელის ნათესავი მაღალ უწყებაში მუშაობს და მკვლელს ხელს აფარებენ", - ამბობს ოსეფაშვილის ახლობელი "ტვ პირველთან" საუბრისას.

    მოკლულის ახხლობლების განმარტებით, ისინი ექსპერტიზას არ ენდობიან და კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×