სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    05.12.2019

    დიდ ბრიტანეთში 82 წლის ქალმა საკუთარი 89 წლის დაქალი მოკლა, რომელთანაც 70 წელი მეგობრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "დეილი მეილი" ავრცელებს.

    ინციდენტი ქალაქ ნიუკასლ-აპონ-ტაინში მოხდა. პარტისია ტიულიპი დაქალს, ჯოის ნაინბის ესტუმრა. მან ავტომობილი სახლთან გააჩერა და ხელის მუხრუჭზე დატოვა.

    მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, პარტისიამ ნახა, რომ ავტომობილი უკან გაგორდა. ტიულიპი სალონში ჩაჯდა და სატრანსპორტო საშუალების გაჩერება სცადა. შემთხვევით, მას გაზის და მუხრუჭის სატერფული ერთმანეთში აერია. მოძრაობისას მანქანის კარი გაიღო, რომელსაც ნაინბი დაეჯახა. 89 წლის ჯოისმა თავი დაიზიანა და რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    სასამართლოზე ტიულიპი ბრალს უარყოფდა და აცხადებდა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. მოსამართლემ მისი ასაკი გაითვალისწინა და პატრისიას საზოგადოებრივი მუშაობის 100 საათი მიუსაჯა. მას მანქანის ტარება 3 წლით აუკრძალეს, თუმცა ინციდენტიდან მალევე მართვის მოწმობაზე უარი თავად ბრალდებულმა განაცხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×