რეზონანსი
06.12.2019

 მსოფლიოს ხუთ ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა matadornetwork.com წერს, სადაც ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 5 ესთეტიურად ყველაზე მიმზიდველ დამწერლობას.

1. ბირმული (მიანმარი) – ბირმული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, რომლებიც აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს. მის მომაჯადოებელ ხელწერებს უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ, ვიდრე ესთეტიური: ძველად, წერილები პალმის ფოთოლზე იწერებოდა, რომელიც ადვილად იხვეოდა. მართალია, ბირმული ამ ჩამონათვალში არსებულ სხვა დამწერლობებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებადაა გადაშენების პირას, მაგრამ მის გამოყენებას უფრო და უფრო ანაცვლებს ჰინდი. 

2. ცეილონური (შრი ლანკა) – ცეილონური მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა გააჩნია, თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 გამოიყენება. იგი დღესაც ისწავლება ბუდისტურ მონასტრებსა და სკოლებში. ის შრი ლანკას 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტის მშობლიური ენაა. იგი სავარაუდოდ, კიდევ საკმაოდ დიდხანს გაძლებს.

3. ქართული (საქართველო) – უკანასკნელ საუკუნეში რუსეთის პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ თანდათან უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.

4. ტაგალური (ფილიპინები) – ტაგალური, რომელიც ინდო-ევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს, ფილიპინებში ესპანელების ჩამოსვლამდე დომინირებდა. კოლონიზაციამ იგი თანდათანობით შეცვალა. თუ ადრე ის ქვემოდან ზემოთ მიმართული იწერებოდა, შემდგომ უკვე მარცხნიდან მარჯვნივ დაიწყეს წერა და ასოები 90 გრადუსით ამოატრიალეს. შემდგომ კი, ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, შეიძლება ითქვას, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტაგალურს. ტაგალური ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა, ისიც მალე გაიზიარებს იმ 120 ადგილობრივი დიალექტის ბედს, რომელიც თანდათან სრულად მიივიწყა ქვეყნის მოსახლეობამ.

5. ჰანაკარაკა (ინდონეზია) – ჰანაკარაკა თავდაპირველად, ინდონეზიის კუნძულ იავაზე ჩამოყალიბდა. შემდგომ იგი მეზობლად არსებულ კუნძულებზე გავრცელდა. ბეჭდური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, ხელისუფლებამ მრავალჯერ სცადა ანბანის სტანდარტიზაცია მე-19 და მე-20 საუკუნეებში. თუმცა, ამ მცდელობებს ხელი იაპონიის ოკუპაციამ შეუშალა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ჰანაკარაკას გამოყენება აიკრძალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×