სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

    (რეზონანსი) ვუყურებ, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ - არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განუცხადა.

    მარგველაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ორგანიზებულია და კონკრეტული მიზნისთვის მუშაობს.

    „ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი" - ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    მან ასევე ისაუბრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, 2024 წელს და მას სპექტაკლი უწოდა.

    „დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან და გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, რომ სრულად მაჟორიტარულზე ხომ არ ვიმუშაოთ, ჩემი აზრით ეს დროებითია, რადგან ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან დღეს, ხვალ თუ ზეგ, მარტო ერთი გამოსავალი არსებობს, შეურაცხმყოფელ ტყუილში, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ. იმედია, რომ შეიცვლება მალე და იმედია, რომ შეიცვლება კვალიფიციურად", - განაცხადა მარგველაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    !!!3   (06.12.2019)
    Qvekana mashin daiqca SHE DORBLIANO,LOTO,TMAGAWEWILI MATXOVARI,PREZIDANTAD ROM moxvedi Ivanishvilis wkalobit fuze gamkidvelo, vai saqartvelos patrioto sheni kaxpa colic!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×