სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

    ანა ლატარია

    თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთი სრულიად გაიზიარებს UN Women-ის ხედვასა  და პრინციპებს ბანკში დასაქმებული ქალების ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს:

    1. მაღალი დონის კორპორაციული ხელმძღვანელობის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობისთვის

    2. დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების სამართლიან მოპყრობას, მათ პატივისცემას და მხარდაჭერას ადამიანის უფლებების მიმართულებით და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

    3. დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას

    4. ქალთა განათლების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

    5. კომპანიის განვითარებას, მიწოდების ჯაჭვისა და მარკეტინგის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რაც ქალებს გააძლიერებს

    6. დასაქმებულთა ინიციატივების ადვოკატირების გზით, მათი თანასწორობის ხელშეწყობას

    7. გენდერული თანასწორობის კუთხით მიღწეული პროგრესის გაზომვას და შედეგების გასაჯაროვებას

    ლიბერთის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ თანასწორობა ჯანსაღი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის გაუმჯობესება ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. UN Women-თან თანამშრომლობა კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ პრიორიტეტების დანერგვას.

    გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გლობალური მანდატი აქვს. მასთან პარტნიორობით, კერძო კომპანიები და საქველმოქმედო ორგანიზაციები მუდმივად იღებენ საერთაშორისო აღიარებას იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - თანაბარუფლებიანობას, რომ არც ერთი გოგონა და ქალი არ დარჩეს უკანა პლანზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×