რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძისა და მისი ვაჟის, ანზორ ბიწაძის რუსეთში ვიზიტს აფასებს.

მისი თქმით, რუსეთში ვიზიტი ქვეყანაში არსებული პრობლემების, მათ შორის, ოკუპაციის მოგვარების წინაპირობაა.

„შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ფედერაციის საბჭოში სხვადასხვა პოლიტიკურ წრესთან გაიმართა. საუბარი იყო ქართულ-რუსულ პრობლემებთან დაკავშირებით. ყველა შეხვედრაზე დაყენებული იყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. ამ ვიზიტის შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდება. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ნინო ბურჯანაძე ხვალ ისაუბრებს.

ოპოზიციური პარტიის წევრი რუსეთიდან რაიმე კონრეტული დოკუმენტით ვერ დაბრუნდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ხელისუფლების პასიურობის ფონზე, ქალბატონი ნინოს აქტიურობას ქართულ-რუსულ ურთიერთობები პიზიტიური შედეგი მოაქვს. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, ქალბატონი ნინო პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი რომ იყოს, შეუძლებელია აფხაზეთი და ცხინვალი ჩემოდნით ჩამოიტანოს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას სჭირდება ძალიან ბევრი პოზიტივის შემოტანა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რაც ჩვენი ინტერესია", - განაცხადა ახვლედიანმა "2020NEWS" -თან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×