სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

    (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ოპოერაცია გატაცებული 17 წლის ბიჭის, იოსებ გიორხელიძის გამოსახსნელად და დამნაშავეების დასაკავებლად, - საქმის დეტალები „პოლიციის ფაილებით" გახდა ცნობილი.

    მოზარდის მამა, რამინ გიორხელიძე ყვება, რომ გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 300 000 დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილის მკვლელობით დაემუქრნენ. დანაშაულებრივი ჯგუფი ოჯახს არწმუნებდა, რომ პოლიციისთვის არ მიემართათ, რადგან ასეთ შემთხვევაში შვილს ვერც ცოცხალს ნახავდნენ და ვერ მკვდარს.

    მიუხედავად გაფრთხილებისა, მამამ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამართალდამცველებმა დაგეგმეს საიდუმლო ოპერაცია იმგვარად, რომ პოტენციურ დამნაშავეებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ არაფერი შეეტყოთ.

    სპეციალურად შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი ოპერაციას სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში აწარმოებდა.

    გამტაცებლებმა ოჯახს 4 დღე მისცეს. „ჩვენ მხეცები არ ვართ, თუ შენ არ გაგვამხეცებ" - ეუბნებოდნენ გამტაცებლები რამინ გიორხელიძეს სატელეფონო კომუნიკაციის დროს.

    ერთ-ერთი დამნაშავის იდენტიფიცირება მისივე ხმის საშუალებით მოხდა. ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ყოფილი თანამშრომელი, ჯემალ შონია აღმოჩნდა. ოპერატიული მუშაობის შედეგად დადგინდა მეორე გამტაცებლის ვინაობაც - ის ასევე სოდის და სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იყო.

    საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა მძევალის გათავისუფლება მოახერხეს და ოთხი გამტაცებელი - ყოფილი სპეცრაზმელი დააპატიმრეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჟუჟუნა გაიხარეთ   (06.12.2019)
    მეც რომ დამეხმაროთ ამ საშინელი ადამიანების მხილებაში რა მოხდება


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×