რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) რუსული სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს მომხდარ ანტირუსულ სკანდალთან დაკავშირებით, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა.

„მე არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო პირველ რიგში ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სააგენტო „ტასის" მიხედვით, ეს განცხადება პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ტასი" წერს, რომ კოსაჩოვმა ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×