რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) ნარკოდანაშაულში მხილებული სასულიერო პირის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი გაარკვია.

ბრალდებულმა რომან მალანიამ, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა, დღეს დილით საკუთარი ჩვენება შეცვალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბერ-მონაზონი სვიმონ ქავთარაძე სამართალდამცავ უწყებას საკუთარი სურვილით ჩაბარდა და ნარკოდანაშაული აღიარა.

როგორც რომან მალანიას ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამჯერად გამოძიებასთან ითანამშრომლა და დეტალებში მოუყვა გამოძიებას, თუ რა ვითარებაში მისცა მას ჩანთა სასულიერო პირმა, რომელშიც მოგვიანებით ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.

"რომან მალანიამ დაადასტურა, რომ სინამდვილეში ჩანთა სადაც იყო ნარკოტიკული ნივთიერება მოთავსებული მას მამაომ გადასცა. მისი თქმით, ბერმა გააფრთხილა, რომ ჩანთა არავის ხელში არ უნდა მომხვდარიყო, განსაკუთრებით კი ორი ნივთი. როდესაც მალანიას პოლიციელებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინა, გაახსენდა ბერის სიტყვები. მისი თქმით, პირველი რაც თავში მოუვიდა - დანაშაულის საკუთარ თავზე აღება იყო და თქვა, რომ ჩანთაში იყო ნარკოტიკული ნივთიერება" - განაცხადა უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, სვიმონ ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა.

რომან მალანიას კი სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×