რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის" დამფუძვნებელი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფით „საიდუმლო" ადევს.

მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე განხორციელდება ნიკა გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე. რაც შეეხება დაკითხვას, განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფით „საიდუმლო", შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×