რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბიში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 

ადგილობრივების თქმით, 24 წლის ცოლის ძმამ 22 წლის სიძე მისსავე საცხოვრებელ სახლში მოკლა. მამაკაცს სასიკვრილო ჭრილობა ცივი იარაღით ნაჯახით აქვს მიყენებული. მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ ადგილობრვებს. ისინი სიძე-მოყვარეს დადებითად ახასიათებენ. მოსახლეობა ნათესავებს შორის კონფლიქტსაც გამორიცხავს.

სოფელში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

Dianews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×