სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

    (რეზონანსი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს. სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ახალგაზრდას საკუთარმა ცოლისძმამ მიაყენა.

    ბრალდებული, რომელიც 24 წლისაა, ამ დრომდე მიმალვაშია. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

    მკვლელობაში ბრალდებული ბაჩანა ცინგიშვილის ახლობლები ამბობენ, რომ გარდაცვლილსა და ბაჩანას შორის შელაპარაკება ფატალურად დასრულდა.

    მომხდარზე საუბარი უჭირთ როგორც ნათესავებს, ასევე მეზობლებსაც, თუმცა მათი თქმით, შელაპარაკების მიზეზი ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტი იყო.

    ერთ-ერთი მეზობელი ლაურა კავსაძე აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრის დაშორების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მისი თქმით, ბოლოს ისინი შერიგდნენ.

    "ეს გოგო სამტრედიაში იყო გათხოვილი და ამ დღეებში გავიგეთ, რომ ოჯახიდან იყო წამოსული შელაპარაკების გამო. ქმარი მოსულა გუშინ შესარიგებლად და კარგად ჩაიარა ყველაფერმა, როგორც ვიცით შერიგდნენ, მაგრამ სიძეს უთქვამს ცოლისძმისთვის ჩამოდი, ბაჩანა, დავილაპარაკოთო, ჩასულან დაბლა და ხუთ წუთში მოხდა ზუსტად ეს ამბავი", - განაცხადა ლაურა კავსაძემ „კურიერთან".

    მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×