რეზონანსი
06.12.2019

(რეზონანსი) ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგენეს.

როგორც დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, დაკავებული ბერი ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული მას ეკუთვნოდა.

„მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყო ან გირაო, ან თავდებობა, ან სხვა რაიმე უფრო მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება, ვიდრე დაკავებაა",- აცხადებს ადვოკატი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×