რეზონანსი
06.12.2019

  ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის ლიკვიდაცია ბერლინის იზოლატორში სურდათ, თუმცა დაზვერვამ საიდუმლო ადგილზე გადაიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეკომპანია „არდი" ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული საიდუმლო ადგილზე გადაიყვანეს.

მკვლელობის საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. ბერლინმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. გერმანელი პროკურორები სამთვიანი ძიების შემდეგ ეჭვობენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოები დგანან.

ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×