სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

      ზუგდიდში ნარკოდანაშაულისვის დაკავებული სასულიერო პირის ჩვენება "რეგიონულმა კვირამ" მოიპოვა. ჩვენებაში მამა სვიმონ ქავთარაძე დეტალურად აღწერს იმ მომენტს თუ სად იპოვა ნარკოტიკული საშუალება და როგორ გადაანაწილა შემდგომ ის ჩანთაში თბილისში ჩამოსატანად.

    ამასთან, განმარტავს, რომ ამავე საქმეში დაკავებული რომან მალანია უდანაშაულოა, რადგან მან არ იცოდა რა იდო ჩანთაში.

    "ჩანთაში სხვადასხვა დასახელების ნივთთებთან ერთად, საახალწლო სათამაშოები, ჩაის ჭიქა, ტკბილეული, ჩაი და ყავა იყო, მოთავსებული მოქნდა ელექტროჩაიდანი და ელექტროსათქვეფი. ამ ნივთების ქვედა ნაწილში კი მოთავსებული მქონდა, სულ 42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი". აქედან 30 ცალი მოთავსებული მქონდა, ელექტროჩაიდანის ქვედა ნაწილში, ხოლო 12 ცალი - ელექტროსათქვეფის ქვედა ნაწილში. როცა რომანიმ მითხრა, რომ მიემგზავრებოდა თბილისში, მე იქვე გადავწყვიტე, ეს ჩანთა მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად გამეტანებინა. მე კი მეორე დღეს გავმგზავრებულვიყავი. შემდეგ თბილისში შევხვედროდი რომანს და იქ გამომერთმია ჩემი ჩანთა. რომანის ვუთხარი, რომ მეც თბილისში უნდა წავსულვიყავი, მაგრამ რაღაც საქმე მაქვს მოსაგვარებელი, თუ შეგიძლია ჩემი ჩანთა წაიღე, ხვალ მეც ჩამოვალ შევხვდეთ ერთმანეთს და ჩანთას გამოგართმევ-მეთქი. რაზეც თანხმობა განმიცხადა. რომანს გადავეცი ჩემი ჩანთა, მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად და გავაფრთხილე, რომ ამ ჩანთაში იყო ელექტროჩაიდანი და ელექტროსათქვეფი - მათში რაღაც მნიშვნელოვანი დევს (არ მითქვამს, არ დამიკონკრეტებია, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება) არ მინდა, სხვის ხელში აღმოჩნდეს, მგზავრობისას ხდება ხოლმე იკარგება ნივთები, ერევათ ჩანთები, ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღებით ყოფილიყო, რომ ჩანთა არ დაკარგვოდა. რომან მალანიამ გამომართვა ჩანთა ისე, რომ არ გაუხსნია და არ დაუთვალეირებია იქ მოთავსებული ნივთები და ჩვენ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მას ვუთხარი ჩემი საკონტაქტო ნომერი და ჩავიწერე მისი საკონტაქტო. რომანისთან დამშვიდობების შემდეგ, მე გვაიარე რამდენიმე მეტრი ტროტუარზე ზუგდიდის მიმართულებით, ხოლო რომანი დარჩა ადგილზე და აპირებდა საავტომობილო გზაზე მეორე მხარეს გადასვლას. დავინახე, რომ მასთან მივიდა პოლიციელის ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი და ესაუბრებოდნენ რომანს, რომელსაც ხელში ჩემ მიერ მისთვის გადაცემული დიდი ზომის კუბოკრული ჩანთა ეჭირა. მე მათთან ახლოს არ მივსულვარ, მაგრამ რამდენიმე მეტრის დაშორებით მყოფმა პოლიციელებმა შეადგინეს დოკუმენტები, რის შემდეგაც რომანი წაიყვანეს იმ ადგილიდან. მე მივხვდი, რომ პოლიციელთა მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ის 42 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი", რომელიც მე შენახული მქონდა კუბოკრულ ჩანთაში მოთავსებულ ელექტროჩაიდანსა და ელექტროსათქვეფში.

    42 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი" იმ დღეს, ანუ 2019 წლის 2 დეკემბერს ნაშუადღევს, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით არსებულ დაღმართზე სახლისკენ მიმავალმა, ხის ძირას ვიპოვე, რომელიც მოთავსებული იყო ერთ ცალ პოლიეთილენის პარკში. გავხსენი პარკი და ქაღალდებში გახვეული მასის ფერითა და გემოთი მე მივხვდი, რომ მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი", ამიტომაც ავიღე ისინი, წავიღე სახლში ისე, რომ ვინმესთვის არ გამიმხელია, რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება.

    „მეთადონით" ან „სუბოქსინით", ჩანაცვლების პროგრამაზე აღრიცხვაზე მე არ ვიმყოფები. ჩემს სახლში ყოფნისას მე მივიღე მცირე ოდენობით „მეთადონი" ერთ-ერთი შეკვრიდან (ჩემსავე ოთახში, ისე რომ ეს ფაქტი არავის დაუნახავს), რისი მიღებაც დამიდგინდა 2019 წლის 03 დეკემბერს ნარკოლოგიურ კაბინეტში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის შედეგად", - ამბობს დაკავებული ბერი თავის ჩვენებაში.

    გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბერი ასევე აღნიშნავს, რომ რომან მალანია უდანაშაულოა, რადგან მან არ იცოდა რა იყო ბერის მიერ გადაცემულ ჩანთაში. შესაბამისად, მამა სვიმონი მიიჩნევს, რომ რომან მალანია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    "მე ძალიან განვიცდი იმ ფაქტს, რომ დაკავებულია სრულიად უდანაშაულო ადამიანი - რომან მალანია ისეთი ქმედებისათვის, რაც მას არ ჩაუდენია. იგი არის მსხვერპლი და ამიტომაც გადავწყვიტე გამოვცხადებულვიყავი პოლიციაში. მოგმართავთ თხოვნით, დაუყონებლივ გაათავისუფლოთ უდანაშაულო ადამიანი, რომან მალანიას სახით. მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის შესაბამისად.

    აქვე მინდა განვმარტო, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება გადავწყვიტე, იმ მეტად გამოუვალი მდგომარეობის გამო, რაც შემექმნა გაუსაძლისი სულიერი ტკივილით", - ამბობს ბერი.

    შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ბერ-მონაზონის მამაც ფიგურირებდა, რომელიც 10 დღის წინ დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რომან მალანიას სასამართლომ აღკვეთის სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×