სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2019

     

    81 წლის ლალი ბადურაშვილს მეორე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამაზე საჯაროდ მსახიობმა „სხვა რაკურსში" ისაუბრა.

    „ცხოვრება რთულია, როდის სად დაგარტყამს, არ იცი, ამიტომ ძლიერი უნდა იყო. ბედისწერას ვერსად წაუხვალ" - თქვა ქალბატონმა ლალიმ გადაცემაში.

    ტრაგედიას დართულ განსაცდელზე მსახიობმა „პრაიმტაიმთანაც" ისაუბრა. როგორც ამბობს, ცხოვრებას განაგრძობს, რადგან თვლის - ლოყებჩამოხოკილი და ჩამოძონძილი არავის სჭირდები.

    ლალი ბადურაშვილი: „ყველაფერი ისე მიდის, როგორც ღმერთს სურს. რახან ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, მოსაბეზრებელი რომ არ გავხდე, ძლიერად უნდა ვიდგე. ჩამოძონძილი და ლოყებჩამოხოკილი არავის უნდიხარ, არც შინაურს, არც გარეულს. ამხელა ტრაგედიის შემდეგ, შვილის სიკვდილს ვგულისხმობ, ან ყველაფერს უნდა განერიდო და სადმე ტყისპირას იცხოვრო მხოლოდ შენთვის (იქ თუ გინდა საფლავიც გაითხარე), ან თუ რჩები, ფეხი უნდა აუწყო ცხოვრებას და სხვასაც სარგებელი მისცე. მე რომ მარიკა კვალიაშვილს და გულიკო ჩაფიძეს ვუყურებ, მათ ფონზე ხმა არ მაქვს ამოსაღები, ისეთი ტრაგედიები აქვთ გადატანილი. ენა როგორ მომიბრუნდება, საკუთარ ტრაგედიაზე დავიწუწუნო.

    ჩემი ნინი ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიანია, არ ველოდი - ისეთი. ახლა ბაქოშია და იქედან დამირეკა, გადასხმა არ გააცდინო, წადიო. მამამისი რომ გარდაიცვალა, ორმოცი დღე ყოველ დღე სასაფლაოზე აჰყავდა მამაო და პარაკლისს უხდიდა. ასე რომ ახლა შვილიშვილისთვის და შვილთაშვილისთვის ვცხოვრობ და არ მინდა მოსაბეზრებელი გავხდე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Nacho   (07.12.2019)
    ვის რაში აინტერესებს ამ ბებერი ნაბოზარის მდგომარეობა ან რას აპიარებთ ამ ჩათლახების ოჯახს მოგტყვნია პატრონი ლალი


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×