რეზონანსი
07.12.2019

 თბილისში, ერთ-ერთ უბანში შუახნის მამაკაცი 12 წლის გოგოს აედევნა, ხელი ჩაჰკიდა და ბუჩქებისკენ შეყვანას ცდილობდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცი არასრულწლოვანს ფულს სთავაზობდა, რა დროსაც მოზარდი ხელიდან დაუსხლტა და სახლისკენ გაიქცა.

მოზარდი იქვე ახლოს ლტოლვილთა დასახლებაში ცხოვრობს. შეშინებული ბავშვი სახლში მივიდა და მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო.

„პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელი უყვება, რომ მამამ ვიდეოკამერების მეშვეობით მომხდარი ფაქტი თავისი თვალით ნახა.

მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. პოლიცია დაახლოებით, 60-წლამდე მამაკაცს ეძებს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×