რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, სამიტის ფარგლებში, ყველა პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

„მე მინდა შედეგი და ამიტომ ვღელავ. შევხვდებით, ვნახოთ რა გამოვა. სხვა რატომ უნდა ვღელავდე? მე თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. სიმართლე ჩვენს მხარესაა და არსებობს სურვილი, რომ დავასრულოთ ეს ომი. ომის დასრულება დღითიდღე უფრო გაგვაძლიერებს", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას საფრანგეთის დედაქალაქში „ნორმანდიული ოთხეულის" სამიტი გაიმართება. შეხვედრებში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და უკრაინის ლიდერები მიიღებენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×