რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) "მებაღე არ არის, აბა რა არის?!" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანის რეპლიკაზე, რომ ივანიშვილმა თავად თქვა, ერჩივნა მებაღე ყოფილიყო, ვიდრე პოლიტიკოსი.

"პოლიტიკოსებს რგავს, თხრის, კრიჭავს? აბა რას აკეთებს, მებაღე არ არის ეხლა? მებაღედ მუშაობს. 2013 წელს, ჩემს წამოსვლამდე მათგან, ივანიშვილის მავალჯერადი თხოვნით ჩასული ვიყავი ურეკში და ვუთხარი, რომ თუ სამართლებრივად პოლიტიკური ვერდიქტი გამოსატანია, უნდა გამოვიტანოთ ახლა, თორემ მერე გვიან იქნება-მეთქი. იცით რა მიპასუხა? შენ რას ამბობ, ახლა მიშას აწყობსო. მოგვივიდა კამათი და ამით დამთავრდა. დღეს, 7 წლის მერე რომ გაუსკდებათ პრინციპულობის ბუშტი და სისხლიანი 9 წელი რომ გაახსენდებათ აბსოლუტურად გაუგებარ ადამიანებს, რომლებიც იმ სისხლიანი 9 წლის დროს ბუჩქებში ისხდნენ, ან იგივე რეჟიმს ემსახურებოდნენ მდინარაძე-ზარდიაშვილები", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×