სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში სადიკ აბასალის ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა.

    70 წლამდე მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარს სასტიკად სცემეს და სახლიდან ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს.

    „გავიგეთ, რომ სადიკ აბასალი და მისი ცოლი სცემეს. ესენი თურმე ეხვეწებოდნენ, არ გვცემოთო. მამაკაცი საავადმყოფოშია, ქალი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

    მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×