სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    07.12.2019

    (რეზონანსი) "კურიერში" გასულ რეპორტაჟს, სადაც საუბარი ინტერნეტთამაშში არასრულწლოვნების ჩათრევის ფაქტებზე იყო, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორში გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ და იმ საფრთხეზე მიუთითებენ, რაც შესაძლოა მსგავს ფაქტებს მოჰყვეს. პრობლემის შესახებ საუბრობენ ფსიქოლოგებიც. სპეციალისტები მშობლებს გარკვეული რეკომენდაციებით მიმართავენ.

    "სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტზე უნდა მოახდინონ სწრაფი რეაგირება და დაადგინონ ამ ფეისბუკმომხმარებლის ვინაობა და მიზანი, თუმცა გავრცელებული აუდიოჩანაწერი გადაჭრით იმის თქმის საშუალებას არ იძლევა, რომ მაინც და მაინც საქმე გვაქვს "ლურჯი ვეშაპის", ან სხვა მსგავსი ხასიათის თამაშთან. შესაძლოა, ეს მომხმარებელი იყოს ფსიქიკურად დაავადებული პირი, ან ამოძრავებდეს სხვა მიზნები," - განაცხადა "სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გაბოძემ.

    ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე მიიჩნევს, რომ მშობელს შვილთან ადეკვატური კომუნიკაცია უნდა ქონდეს და იცოდეს რა გატაცებები აქვს მას, რითი ერთობა და რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში სოციალურ ქსელს და ვირტუალურ რეალობას:

    "განსაკუთრებული ასაკია დაახლოებით 11-15 წელი, მშობელს დიდი ყურადღება მართებს, ამ ასაკის ბავშვი როდესაც ჰყავს. მნიშვნელოვანია, იცოდეს მისი გატაცებები, შვილთან ჰქონდეს ადეკვატური კომუნიკაცია და მეტი კონტროლი მის ქცევაზე, დღის განმავლობაში რას აკეთებს, რითი ერთობა, რა წრეში ტრიალებს. თუ მის ცხოვრებაში ჭარბი დოზით არის სოციალური ქსელი, ვირტუალური რეალობა, აუცილებლად მიმართოს სპეციალისტს," - განაცხადა ირმა კვაჭაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×