რეზონანსი
07.12.2019

როგორც ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, ბენზინგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, გამვლელი ადამიანები და ახლოს მდებარე მაღაზიის გამყიდველი.

"ბენზინს ასხამდნენ და აფეთქდა... მერამდენედ ხდება, წინაზე აფეთქდა და თვითონ მეპატრონე დაიწვა. ახლა მაღაზიის გამყიდველია დაშავებული, ბავშვები არიან დაშავებული, გამვლელი ხალხი და ჩვენ კიდევ ეზოში ვზივართ ბომბზე," - აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან"  აფეთქების შედეგად  ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება  მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში გავრცელდა.

მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×