რეზონანსი
07.12.2019

 (რეზონანსი) იატალიაში სამკურნალოდ მყოფი ანიტას ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ, დაღამებულზე, ზარი გაისმა მარიკოს ტელეფონზე: პალატას ვერ ვაგნებ და იქნებ, სადმე მნახოთო. - უცნობი ადამიანი, სრულიად.

ჩავიდა მარიკო. პალატაში ამოსვლის უფლება არ მისცეს მნახველს, მაგრამ, რისთვისაც მივიდა დაღამებულზე - ის ყველაფერი დღეს ანიტას პალატაშია.

საჩუქრები... საჩუქრები... საჩუქრები პაწაწინა ნებიერას.

ეს გულისხმიერებაა, ეს სითბო და სიყვარულია ჩვენს გოგოს მკურნალობასთან ერთად - თავის დასაძლევს რომ დააძლევინებს.

გვეამაყებით აქვე ვამატებ მარიკოს ნაამბობს:

"რამდენიმე დღის წინ შემოდის ექიმი. ჩვენი პალატა გავსებულია სათამაშოებით. მე ვზივარ და ვაჭმევ ანიტას ფენოვან ხაჭაპურს (ტრადიციულად) ჯერ სათამაშოებს შეხედა, შემდეგ მეკითხება ამ საჭმელს შენ ამზადებო. ვუპასუხე, მოგეხსენებათ, საავადმყოფოში არ არის მომზადების პირობები, ამიტომ აქაურ ქართველებს მოაქვთ და ამ სათამაშოებს, რასაც ხედავთ ყველაფერი მათი მოტანილია-მეთქი. ვაა ანუ გრაცში მეგობრები გყავსო. ავუხსენი, რომ აქ ისე ჩამოვედი არათუ მეგობარი, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა. ისიც ვუთხარი, რომ ამ ადამიანებმა თვითონ მომძებნეს და შემომთავაზეს დახმარება-მეთქი. გაოგნებული მიყურებდა და ბოლოს მითხრა ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მშვენიერიაო და გავიდა. მე კიდე დავრჩი ამაყი და გაყეყეჩებული". - წერს ანიტას ოჯახის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×