რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას" ეთერში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა ეს ყველაფერი უმრავლესობას დაავიწყდა.

"დღეს, რომ ვუყურებ ოპოზიციონერებს ძალიან კარგად მსჯელობენ, ხელისუფლებაში, რომ იყვნენ მაშინ დაავიწყდათ ეს ყველაფერი. „ქართული ოცნება" რომ ვიყავით ოპოზიციაში ტვინი ძალიან გახსნილი გვქონდა, ვიცოდით, რომ პროპორციული არჩევნები, თავისუფალი მედია, დემოკრატიის გაღრმავება კარგია, ეს კარგად ვიცოდით, მაგრამ როდესაც დავიკავეთ თანამდებობები უმეტესობას დაავიწყდა ეს ყველაფერი. მთელი ეს პრინციპები ნაცნობია. უნდა გვქონდეს იმის ძალა, რომ როდესაც იკავებ ხელისუფლებას, არ უნდა გეგონოს, რომ ის ყველაფერი სისულელე იყო" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×