რეზონანსი
08.12.2019

რე­ჟი­სო­რი ზაზა ურუ­შა­ძე 53 წლის ასაკ­ში ყველასთვის მოულოდნელად გარ­და­იც­ვა­ლა. გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაზა ურუ­შა­ძე ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და. ად­გილ­ზე მი­სულ­მა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯფუფ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

ზაზა ურუ­შა­ძე 1999-2000წწ. იყო სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე; 2002-2004წწ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.

ზაზა ურუ­შა­ძე დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რია ფილ­მე­ბის: „მათ­თვის, ვინც მა­მამ მი­ა­ტო­ვა" (1989), "აქ თენ­დე­ბა" (1998), "სამი სახ­ლი" (2008), "დარ­ჩი ჩემ­თან" (2011), "ბოლო გა­სე­ირ­ნე­ბა" (2012), "მან­და­რი­ნე­ბი" (2013); გა­და­ღე­ბუ­ლია ფილმში: "მე მო­ვე­დი" (1981).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×