რეზონანსი
08.12.2019

  თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად დაშავებულებიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმმა, გიორგი დავლიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი სამი პაციენტიდან ორი მათგანი რეანიმაციაში, მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ერთი აგრძელებს მკურნალობას ჩვეულებრივ დამწვრობის განყოფილებაში. მისი მდგომარეობაც სტაბილურია. უტარდება ყველა ის აუცილებელი, სამედიცინო მანიპულაციები და მკურნალობა, რაც ამ დროს არის მიღებული. თუ როდის გაეწერებიან პაციენტები, ამის პროგნოზისგან ჯერ თავს შევიკავებ. ძირითადად დამწვრობები მიღებული აქვთ სახისა და ზემო კიდურების არეში. სიმძიმე განპირობებულია დამწვრობის ფართობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

კიდევ ერთი დაშავებული, შუახნის ქალბატონი მკურნალობას ალადაშვილის კლინიკაში გადის.

ხანძარი თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე 7 დეკემბერს გაჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×