რეზონანსი
08.12.2019

მოცეკვავე ქალს ინდოეთში ცეკვის შეწყვეტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ტყვია მას სახეში მოხვდა. შემთხვევა ქორწილში მოხდა, რომელიც სოფელ ჩიტრაკოტში იმართებოდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ქორწილში ცეკვის დროს მუსიკა ტექნიკური ხარვეზის გამო გაჩერდა. ამ დროს მოცეკვავე ქალებმაც შეწყვიტეს მოძრაობა.

რამდენიმე წამის შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაისმა. ქალს ტყვია ყბაში მოხვდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შემდეგ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლიცია კიდევ ერთს ეძებს.

როგორც ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები ინდურ ქორწილებში ხშირად ხდება. არაერთხელ გარდაცვლილა ადამიანი ბრმა ტყვიისაგან, რომელსაც საზეიმო მომენტებში ან არაფხიზელ მდგომარეობაში ისვრიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×