რეზონანსი
08.12.2019

ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა საარჩევნო სისტემის ცვლილების მოედლეთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების ელჩების მონაწილეობით იმართებოდა.

არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, გვაქვს უარესის იმედი - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, საერთშორისო პარტნიორებმა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელიდან, ცალკე ამოიღეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების კომპონენტი და ხელისუფლებას მასზე მსჯელობა შესთავაზეს. ვაშაძეს არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება რაიმე დათმობაზე წავა.

„არავითაარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი პოზიტიური შედეგი არ არის. მოხდა დათანხმდება, როცა მხარეები ვერ თანხმდებიან, საერთაშორისო პარტნიორებმა ამოიღეს ჩვენი დოკუმენტიდან მრავალმანდატიანი კომპონენტი და თქვეს, რომ მოდით ეს ცალკე განვიხილოთ. შევთანხმდით, რომ მომდევნო რაუნდზე ამას განვიხილავთ. გვაქვს უარესის იმედი და ვემზადებით უარესისთვის" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, პროტესტი არ შეჩერდება და ის აუცილებლად გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×