რეზონანსი
09.12.2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო გადაგებისას განაცხადა, რომ 12 დე­კემ­ბერს, ხუთ­შა­ბათს დიდი ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა, პა­რას­კევს ღა­მით კი ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ხუთგზის წირ­ვა, რა დრო­საც სამ­ღვდე­ლო­ე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას და ემიგ­რან­ტებს და­ლო­ცავს.

“მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მო­მა­ვალ პა­რას­კევს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მო­ცი­ქუ­ლი­სა ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი­სა, რო­მელ­მაც და­ა­არ­სა ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. ამა­ვე დღეს არის ხსე­ნე­ბა წმინ­დი­სა მე­ფი­სა ვახ­ტანგ გორ­გა­სა­ლი­სა და პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კო­სე­ბის - პეტ­რე პირ­ვე­ლი­სა და სა­მუ­ე­ლი­სა. ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა დიდი ლოც­ვა და პა­რას­კევს მთე­ლი ღამე ტა­ძა­რი ღია იქ­ნე­ბა. შეს­რულ­დე­ბა ხუთი წირ­ვა. ამ ხუთი წირ­ვის დროს ჩვენ მო­ვიხ­სე­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს მკვიდ­რებს და უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გა­ხა­როთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ“, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×