სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.12.2019

    „თუ ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს",- ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, ვაჟას უპირობო გათავისუფლებისთვის, მაქსიმალურად, ყველა ბერკეტი გამოიყენონ.

    ასევე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ჩაერთოს.

    ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს. მოვითხოვთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველი დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამანთავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და როგორც ვხედავთ შედეგი გვაქვს ნული.

    თუ ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟას გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს. როგორც ცხელი ხაზიდან გავცნობებენ, ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ერთი თვის განმავლობაში წითელი ჯვარი ვაჟას ორჯერ შეხვდა",- აცხადებს გაფრინდაშვილის ოჯახი.

    შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×